ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისში მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა


აფეთქება ტუნისში, 24 ნოემბერი, 2015
აფეთქება ტუნისში, 24 ნოემბერი, 2015

ტუნისში, სამშაბათს მომხდარი აფეთქებისას თორმეტი ადამიანი დაიღუპა. "ტერორისტული" თავდასხმა მოხდა ავტობუსზე, რომელსაც პრეზიდენტის ელიტური დაცვის შემადგენლობა გადაჰყავდა, დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უსაფრთხოებისა და საპრეზიდენტო წყაროების მონაცემებით, უცნობია აფეთქება ბომბის დეტონირებამ გამოიწვია თუ ასაფეთქებელი მოწყობილობა სატრანსპორტო საშუალებას დაუმიზნეს.

ნოემბერში, ტუნისის ხელისუფლებამ პოლიციის განყოფილებებსა და სასტუმროებზე დაგეგმილი თავდასხმები გამოავლინა.

ექსტრემისტული თავდასხმების მოჭარბები გამო, ტუნისის ტურიზმის სექტორი წელს საკმაოდ დაზარალდა.

XS
SM
MD
LG