ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპანია ტესლა ნახევარ მილიონ მანქანას უკან აბრუნებს


ამერიკული მარეგულირებლის მოთხოვნით, კომპანია ტესლა 578 607 ავტომობილს ბაზრიდან უკან გაიწვევს. მიზეზი ავტომობილის ახალი BOOMBOX ფუნქციაა, რომელიც ავტომობილის გადაადგილების დროს გარეთა დინამიკებში სხვადასხვა ტიპის ხმებს გამოსცემს.

ამერიკული მარეგულირებლის ცნობით, ამ ფუნქციამ შესაძლოა ფეხით მოსიარულეები დააბნიოს და მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა, რადგან ფეხით მოსიარულემ შესაძლოა ვერ გაიგოს ავტომობილის ხმა, ან მანქანის BOOMBOX ფუნქციამ გადაფაროს ე.წ. მაფრთხილებლების ხმები.

BOOM BOX ფუნქცია ავტომობილის მძღოლს აძლევს საშუალებას, დამატებით, გარე დინამიკში სხვადასხვა ხმები ჩართოს მაშინ, როცა ავტომობილი მოძრაობს, მათ შორის არის შემდეგი ხმები: ცხენით ჯირითი; ეტლის მოძრაობის ხმა; აპლოდისმენტები; თხის ხმა ასევე მძღოლს შეუძლია დინაკმიკში სხვადასხვა ჟანრის მუსიკები ჩართოს.

ამ დროისთვის ამერიკის საავტომობილო გზების ეროვნული ადმინისტრაცია 10 შემთხვევას იკვლევს, რომელიც შესაძლოა ტესლას ავტომობილებში ჩამონტაჯებულმა ახალმა ფუნქციამ გამოიწვია.

მოთხოვნის საფუძველზე ელექტრო მანქანების მწარმოებელმა სხვადასხვა მოდელის ავტომობილები ბაზრიდან უკვე გამოიწვია.

მარეგულირებლის განცხადებით, კომპანია ტესტლას რამდენიმე მოდელი, სადაც ეს ფუნქცია არის ჩამონტაჟებული, ვერ აკმაყოფილებს ფედერალურ სტანდარტებს ელექტო მანქანებისთვის ხმის მინიმალური მოთხოვნის შესახებ.

კონგრესის მიერ დადგენილი წესების თანახმად, ავტომწარმოებელმა uნდა დაამატონ ხმები ელექტრომანქანებს, როდესაც ისინი მოძრაობენ საათში 18.6 მილი/სთ სიჩქარით, რათა თავიდან აიცილონ ავტოსაგზაო შემთხვევები ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებსა და უსინათლოებს შორის.

დაბალ სიჩქარეზე მოძრავი ელექტრო მანქანების ხმა რთულად გასაგებია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილების. სწორედ ამიტომ მოხდა ასეთი წესის შემოღება ფედერალურ დონეზე.

ვაშინგტონის ავტოშოუ 2022 - სიახლეები და გამოწვევები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:32 0:00

ტესლა პროგრამული განახლების გამოშვებას გეგმავს, რომელიც BOOMBOX-ის ფუნქციებს გათიშავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, რომლებიც შეიძლება ამ ფუნქციის გამო ყოფილიყო გამოწვეული.

ტესლამ ახალი ფუნქცია 2020 წლის მარტში წარადგინა, მარეგულირებელმა კი საქმის შესწავლა 2021 წლის იანვარში დაიწყო. მარეგულირებელსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG